search

სახის მოვლა

ISIS Pharma-ს აკნეს სამკურნალო პროდუქტების სერია Teen Derm

22 იანვარი 2020

ISIS Pharma-ს აკნეს სამკურნალო პროდუქტების სერია Teen Derm

ISIS Pharma-ს აკნეს სამკურნალო პროდუქტების სერია Teen Derm

დიდი ხნის წინ, ჩემმა კოსმეტოლოგმა მირჩია, რომ პრობლემური კანის მოვლის საშუალებები აუცილებლად სააფთიაქო ქსელის უნდა ყოფილიყო. ლაქშერი პროდუქტები, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ მხოლოდ საოცარი სუნი და სასიამოვნო ტექსტურა პრობლემებს ვერ მოაგვარებს. ამიტომ, თუ თქვენ იმ უიშვიათეს ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებით, ვისაც იდეალურად გლუვი და უპრობლემო კანი აქვთ, გაიჩოჩეთ და მიგვიშვით ჩვეულებრივი მოკვდავები.
თუ თავის მოვლის სააფთიაქო პროდუქციას მოიხმართ, აუცილებლად გეცოდინებათ აი ის, ის, ის... ISIS PHARMA. ბრენდის სპეციალიზაცია კანის ისეთი პათოლოგიების მკურნალობაა, როგორიცაა: აკნე, როზაცეა, კუპეროზი, პიგმენტური ლაქები, სიმშრალე. კომპანია ასევე, აწარმოებს მზისგან დამცავ და დაბერების საწინააღმდეგო საშუალებებს.

მგონია, ყველა ბრენდს თავისი განსაკუთრებული ხაზი აქვს. ჩემი აზრით, ისის ფარმასთვის ეს სწორედ თინ დერმია.


Teen Derm - სერია შექმნილია სპეციალურად ცხიმიანი, აკნესკენ მიდრეკილი კანის სამკურნალოდ. ხაზი შედგება გამწმენდი, სამკურნალო და დამატენიანებელი პროდუქტებისაგან. მისი ეფექტურობის საიდუმლო {a-pure®} კომპლექსია, რომელიც ოთხი ძირითადი ინგრედიენტისგან შედგება და ეფექტურია აკნეს განვითარების ყველა სტადიაში.

  • 5α- არეგულირებს კანის ცხიმიანობას.
  • სალიცილის მჟავა - ამქერცლავი, გამწმედი და ანტიბაქტერიული მოქმედებით ხასიათდება (ეს ელემენტი გამოიყენება აკნეს საწინააღმდეგო თითქმის ყველა პროდუქტში)
  • ბოქსველიას ექსტრაქტი - აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური მოქმედება.
  • გლუკოზისა და ბუნებრივი ქსილიტოლის ნაერთი კი ძლიერი დამატენიანებელია.

ტესტირებულია დერმატოლოგების მიერ და არის არაკომოდოგენური (არ ჯდება ფორებში)

ჩვენებები:

  • რეგულირდება კანის ცხიმიანობა
  • აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური მოქმედება
  • ამცირებს გამონაყარს და ხელს უშლის მის ხელახლა წარმოქმნას
  • ატენიანებს და აღადგენს კანს


პროდუქტებიი სტუდიაში.. 

teen derm


გამწმენდი:

Teen Derm gel - ანტიბაქტერიული დასაბანი გელ-ქაფი, მსუბუქი ამქერცლავი ფუნქციით. შექმნილია სპეციალურად კომბინირებული და აკნესკენ მიდრეკილი, ცხიმიანი კანისთვის. არეგულირებს სებიუმის გამოყოფას, სკრაბის გრანულები ეფექტურად აშორებს ჭუჭყს და მკვდარ უჯრედებს. გამოიყენება დილას და საღამოს.  კანი ხდება სუფთა და გლუვი.


ძირითადი ინგრედიენტები:
Gluconolactone - პილიჰიდროქსული მჟავა მსუბუქი ამქერცლავი ფუნქციით. ეს ნაერთი გაცილებით ნაზია ვიდრე დანარჩენი მჟავები, რომელსაც დღის რუტინაში მოვიხმართ, ამიტომ კანის გაღიზიანების რისკი ფაქტობრივად ნულის ტოლია.
Silica Beads – ნაერთი, რომელიც კანის ექსფოლაციას უწყობს ხელს.
(ამის ქიუმიური ფორმულა რომ დავწერო, თქვენც გაწვალდებით და მეც)
Zinc +L-PCA - არეგულირებს სებიუმის გამომუშავებას.
Cooper+ L-PCA - ანტიმიკრობული მოქმედება.
გამოყენების წესი: ვისაც პატარა ბავშვები გყავთ, გეცოდინებათ ის მხიარული, შემეცნებითი ანიმაცია ბავშვებს პირის დაბანას სიმღერით რომ ასწავლის: “I wash, wash, my facee .. “
მსგავსი ამბავია ესეც, მცირე რაოდენობას შეიზელთ სახესა და კისერზე, მსუბუქად დაიმასაჟებთ და თბილი წყლით ჩამოიბანთ, ბოლოს კი ცივ წყალს შეისხავთ.. („უმარტივესიიაა, გენიოსიიი ვარრ“..)



Teen Derm Gel sensitive - გელის კონსისტენციის დასაბანი საშუალება, კომბინირებული, ცხიმიანი და მგრძნობიარე კანისათვის. არეგულირებს სებიუმის გამომუშავებას, ნაზად აშორებს ჭუჭს, ამასთანავე ატენიანებს და არბილებს კანს.
ძირითადი ინგრედიენტები:
BUTYL Avocadate + Zinc+L-PCA: ბუნებრივი ქიმური ნაერთი, რომელიც არეგულირებს სებიუმის გამომუშავებას.
ZINC +L-PCA: ანტიბაქტერიული მოქმედება.
ბოქსველიას ექსტრაქტი, გლუკოზისა და ნატურალური ქსილოლის ექსტრაქტი პლიუს პროპოლისი: უზრუნველჰყოფს დატენიანებას, კვებას და აღდგენას.

გამოყენების წესი: შევიზილეთ, დავიბანეთ...ჰოპ, ჰოპ, უმარტივესია.

 

Teen Derm Aqua - გამწმენდი მიცელარული ხსნარი მგრძნობიარე კანისთვის. ნაზად აშორებს მაკიაჟს, არეგულირებს სებიუმის გამომუშავებას, ატენიანებს და აგლუვებს კანს.
ძირითადი ინგრედიენტები აქაც ზუსტად იგივეა რაც Teen derm gel sensitive-ში, ამიტომ ამდენი ქიმიით აღარ დაგღლით.
გამოყენების წესი: სახეს ვიწმენდთ ბამბის დისკიზე დატანილი პროდუქტით დილას და საღამოს. ბოლო დროს გავრცელდა მოსაზრება, რომ მიცელარული წყლის გამოყნება უმჯობესია არა დამოუკიდებლად, არამედ დასაბანი საშუალების შემდეგ, რათა ბოლომდე მოვიშოროთ მაკიაჟისა და ჭუჭყის ნარჩენები.

 

teen derm


მკურნალობა:


Teen Derm K - მატე ტექსტურის კრემი, რომელიც გამოიყენება გამონაყრისა და შავი წერტილების სამკურნალოდ. ანტისეპტიკური მოქმედების, სებომარეგურელირებელი პროდუქტი ამცირებს გამონაყარს, ხელს უშლის ახალი კერების გაჩენას, არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციონირებას, კანს ხდის უფრო გლუვსა და ნათელს.
გამოყენების წესი: დაიტანეთ სუფთა, მშრალ სახეზე დილით /ან/და საღამოს. მოარიდეთ ბავშვებსაც და თვალებსაც

Teen Derm K Concentrate – აკნეს საწინააღდეგო კონცენტრანტი. ძირითად კომპლექტთან ერთად, პროდუქტი შეიცავს გლიკოლის მჟავას, რომელიც გამონაყართან ბრძოლაში გამოცდილი ჯარისკაცია. აქვს მსუბუქი პილინგის ეფექტი, შესამჩნევად ამცირებს გამონაყარს და აცხრობს ანთებით კერებს. კანი ხდება ნათელი და გლუვი.
გამოყენების წესი: დაიტანეთ სუფთა, მშრალ სახეზე დილით /ან/და საღამოს. მოარიდეთ ბავშვებსაც და თვალებსაც.

Teen Derm α-PURE - გელ-კრემის ტექსტურის პროდუქტი მატე ფინიშით. გამოიყენება ლოკალურად, გამონაყარზე დასატანად. აქვს ძლიერი ანტისეპტიკური მოქმედება, აქრობს ანთებით პროცესს, აშუშებს პრობლემურ არეალს, ებრძვის ინფექციის გამომწვევ ბაქტერიებს.

 

teen derm

დატენიანება /მოვლა:

Teen Derm Hydra - სპეციალურად აკნესკენ მირეკილი კანისთვის შექმნილი ძლიერი დამატენიანებელი, რომელიც მკურნალობისგან გამომშრალ კანს ეხმარება დატენიანებასა და ბუნებრივი ბალანსის აღდგენაში. (აკნეს სამკურნალო პროდუქტები კანის გამოშრობას იწვევს, რადგან ძირითადად, სწორედ ცხიმოვანი ჯირკვლების გადამეტებული მუშაობისას გამოყოფილი სუბსტანცია იწვევს გამონაყარს). კაკაოს კარაქის, ბუნებრივი ქსილოლისა და გლუკოზის ნაერთი ძლიერად ატენიანებს მკურნალობისგან გამომშრალ კანს და მას გლუვსა და რბილს ხდის.
გამოყენების წესი: დაიტანეთ სუფთა სახეზე დილით /ან/და/ საღამოს. შეგიძლიათ გამოიყენოთ მაკიაჟის ბაზადაც.

Teen derm Mask - გამწმენდი სკრაბ-ნიღაბი ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის. არეგულირებს სებიუმის გამომუშავებას, აქვს მსუბუქი ექსფოლაციის ფუნქცია. კომპლექტის ძირითად ელემენტებთან ალოე ვერას დანამატი, ხელს უწყობს კანის დამშვიდებას, კვებასა და ღრმა დატენიანებას.
გამოყენების წესი: თხელ ფენად დავიტანოთ მშრალ, სუფთა სახეზე კვირაში ორჯერ. 20 წუთის შემდეგ, გავიხსენოთ ჩვენი საყვარელი ვიდეო გაკვეთილი “Wash wash your faceeee” ტადამმ...

კრიალაააა ცა და კანი იყოს მუდამ ჩვენი მეგზური

 

ბლოგერი: ანა გამისონია