Samsung Galaxy A30 და A50 პასუხი ყველა საჭირო კითხვაზე

Samsung Galaxy A30 და A50 პასუხი ყველა საჭირო კითხვაზე

Samsung Galaxy A30 და A50 პასუხი ყველა საჭირო კითხვაზე

Samsung A სერიის ახალი სმარტფონები შემოგვთავაზა: Galaxy A30 და A50, ასევე, Galaxy A20, A40 და A70.

ექსპერტებმა Samsung-ის მარკეტინგულ სვლას უკვე უწოდეს პირდაპირი შეტევა ბიუჯეტურ კლასში ლიდერ Honor და Xiaomi ბრენდების მიმართ, რომელთაც პოპულარობა სწორედ დაბალი ფასებით მოიპოვეს.  

ვნახოთ, რამდენად კარგად გაართვა თავი Samsung-მა აღნიშნულ მისიას.

რას ვიხილავთ ახალ მოდელებში? რამდენად განსხვავდებიან ისინი?

დიდი სხვაობა მართლაც არ არის. მაგალითად, A50-ში თითების ანაბეჭდის სკანერი ტრადიციულად ეკრანშია ჩამონტაჟებული, А30 კი იმავე ფუნქციას უკანა პანელზე გვთავაზობს. A50 მოდელს აქვს პორტრეტული კამერა, უფრო მძლავრი პროცესორი და დიდი მოცულობის მეხსიერება. ყველა ახალი მოდელი გვთავაზობს დიდ ეკრანს, NFC ფუნქციას, Samsung Pay და სხვა იდენტურ მახასიათებლებს.

პროცესორი

საწყის ეტაპზე, ორივე მოდელი საკმაოდ სწრაფად მუშაობს, თუმცა ბევრი ინფორმაციის ჩატვირთვისას ცოტა ნელდება. Galaxy A50 მოდელი უფრო მარტივად უმკლავდება აღნიშნულ პრობლემას, ვიდრე A30. მომხმარებელი ზოგჯერ ბრაუზერის შენელებულ მოქმედებას უჩივის, მაგრამ პრობლემა მოგვარებულია Chrome-ის ინსტალაციით.

Galaxy A30-ის პროცესორი Exynos 7904, მონაცემებით Snapdragon 636-ს უტოლდება. A30 და А50-ს შორის სხვაობას მხოლოდ თამაშების ჩატვირთვისას იგრძნობთ. А50 ამ მხრივ უფრო მეტ შესაძლებლობებს გაძლევთ.

ეკრანი

samsung a30-da-a50

რაც შეეხება ეკრანს, ეს სწორედ ის დეტალია, რომელიც ახალ А სერიას სხვა ბიუჯეტური მოდელებისგან განასხვავებს და მათ მთავარ ღირსებას წარმოადგენს.

Galaxy A30 და Galaxy A50 6.4 ინჩიან ეკრანს გვთავაზობს, რომელიც შექმნილია მათთვის, ვინც ეძებს კომპაქტურ მოდელს ძლიერი მახასიათებლებით.

Galaxy A30 და Galaxy A50 აქვთ უმაღლესი ხარისხის Full HD + რეზოლუციის Super AMOLED ეკრანი, რომელიც იდეალურია მულტიმედია კონტენტის საყურებლად.

ორივე მოდელს აქვს ე.წ. ეკრანში შეჭრილი კამერა, წვეთისებური კუნძული, რომელიც სმარტფონს მიმზიდველ შესახედაობას სძენს. ჩარჩოები საკმაოდ შემცირებულია, რაც ეკრანის კორპუსთან 85% თანაფარდობას გვაძლევს.

Pentile

Samsung Pentile - მახასიათებელი, რომლის დროსაც პიქსელი OLED ეკრანზე წვრილ წერტილებად იშლება და თვალშისაცემი ხდება. 6.4 (2340х1080) ინჩიან ეკრანზე თქვენ დაინახავთ სუბპიქსელებს, თეთრ ფერს კი ლურჯი გადაკრავს.

galaxy-a30-da-a50   

Always on Display (AoD) ფუნქცია

მოსახერხებელი ფუნქცია, რომელსაც დაბლოკილ ეკრანზე შეტყობინებები და საათი გამოაქვს. ეს ფუნქცია A კლასის ყველა სმარტფონს აქვს, გარდა Galaxy A10 და A20 მოდელებისა. რაც მთავარია, AoD ფუნქცია არ მოიხმარს დიდ ენერგიას.

მეხსიერება

Galaxy A30-ში გვხვდება 3 GB ოპერატიული და 32 GB შიდა მეხსიერება.  ამ ფონზე უფრო მიმზიდველად გამოიყურება Galaxy A50, რომელიც 4gb da 6gb ოპერატიული მეხსიერებით გვთავაზობს მოდელებს და არჩევანიც თქვენზეა.  შიდა მეხსიერება კი 128 GB - მდე გახლავთ.

ორივე მოდელს შეგიძლიათ 512 GB-მდე მოცულობის მეხსიერების ბარათი დაუმატოთ. 

galaxy-a30-da-a50

Samsung Pay მხარდაჭერა

Galaxy A სერიის თითქმის ყველა მოდელს აქვს Samsung Pay მხარდაჭერა და NFC ფუნქცია, რაც უდაო პლიუსია ამ კატეგორიის კონკურენტ სმარტფონებთან შედარებით.

აკუმულატორი და სწრაფი დამუხტვა

Galaxy A30 და A50 მოდელებს სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერა აქვთ, კომპლექტშივე მოყვებათ შესაბამისი ადაპტერი და დამატებით არაფრის შეძენა არ მოგიწევთ.  აკუმულატორის მოცულობა საკმაოდ დიდია 4000 mAh და შესაბამისად არც ისე ცოტა დროს, 2 საათს მოითხოვს ბოლომდე დასამუხტად. ხოლო იმ კითხვაზე თუ რამდენად დიდხანს გაგიძლებთ ელემენტი, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, თქვენი სმარტფონი სამუშაო რეჟიმში შეგიძლიათ 2 დღე გამოიყენოთ. 

როგორი ფერი შევარჩიოთ?

სამომხმარებლო ბაზარზე ძირითადად გვხვდება სამი ფერის მოდელი: შავი, თეთრი და ლურჯი. არჩევანი თქვენზეა, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ შავი ფერის კორპუსზე მკაფიოდ ჩანს ანაბეჭდებიც და სხვადასხვა ლაქებიც. საინტერესოდ გამოიყურება ლურჯი ფერის კორპუსი.



2019-05-17 12:59:00 1097 ნახვა
კომენტარები