ხ.დ.კ

ხშირად დასმული კითხვები

რა არის ვენდუ?

Vendoo - ვენდუ არის საქართველოში პირველი ონლაინ პლატფორმა, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებსა და მიმწოდებლებს მთელი საქართველოს მასშტაბით და პროდუქციის ყიდვა-გაყიდვას საუკეთესო პირობებით და მაქსიმალური კომფორტით უზრუნველყოფს.

 

როგორ შევიძინო ნივთი?

ვენდუზე ნივთის შეძენისთვის საჭიროა მარტივი რეგისტრაცია. დაამატეთ არჩეული პროდუქცია კალათაში, მიუთითეთ მისამართი, სადაც გნებავთ შეძენილი ნივთის მიღება და აირჩიეთ ანგარიშსწორების ფორმა.

 

გადახდის რომელი მეთოდები გაქვთ?

შეკვეთის ღირებულების გადახდა შეგიძლიათ რამდენიმე მეთოდის საშუალებით.

  • VISA და Master Card ბარათებით;

  • თიბისი ბანკის ონლაინ განვადებით;

  • სფეისის ონლაინ განვადებით;

  • კრისტალის ონლაინ განვადებით

  • ნაღდი ანგარიშსწორებით კურიერთან.

შესაძლებელია თუ არა ონლაინ განვადებით სარგებლობა?

დიახ, შეგიძლიათ ისარგებლოთ თიბისი ბანკის, კრედო ბანკის, სფეისის, და კრისტალის ონლაინ განვადებებით სარგებლობა.

 

მიწოდების სერვისი უფასოა?

პირველ ეტაპზე მიწოდების სერვისი უფასოა 50-ზე მეტი ლარის ღირებულების ნივთის შეძენისას მთელი საქართველოს მასშტაბით. (30 კგ-მდე)

50 ლარზე ნაკლები ღირებულების ნივთის შეძენისას - მიწოდების ფასია 5 ლარი, მთელი საქართველოს მასშტაბით.

30 კგ-ზე მძიმე ნივთის მიწოდების ფასი ითვლება შეძენილი ნივთის წონის და მიტანის მისამართის კომბინაციით.

რამდენ ხანში მივიღებ შეკვეთას ადგილზე?

16:00 საათამდე შეძენილ პროდუქციას სამუშაო დღეებში თბილისში მოგიტანთ იმავე დღეს, 16:00 საათიდან შეძენილ პროდუქციას მეორე დღეს, ხოლო რეგიონში, მაქსიმუმ 3 დღეში.

 

რეგიონებში თუ გაქვთ მიტანის სერვისი?

შეძენილი პროდუქცია მოგვაქვს საქართველოს ნებისმიერ წერტილში, ნებისმიერ მისამართზე.

 

შესაძლებელია შეკვეთა მე თვითონ წამოვიღო?

Vendoo.ge არის ონლაინ სივრცე, სადაც შეგიძლიათ აარჩიოთ და შეიძინოთ სასურველი ნივთი, ჩვენ კი მას საქართველოს ნებისმიერ წერტილში მოგიტანთ.

 

რა ვქნა თუ პროდუქცია მოტანის დროს დაზიანდა?

აღნიშნულ შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ონლაინ დახმარების მეშვეობით ან დაგვირეკეთ ნომერზე: 0322 00 08 08 (ჩვენი სამუშაო საათებია: 10:00-02:00)

 

რა პროდუქციაზე ვრცელდება გარანტია?

ტექნიკის კატეგორიაში პროდუქტებზე ვრცელდება სტანდარტული საგარანტიო პირობები.

 

ვის უნდა მივმართო საგარანტიო მომსახურებაზე?

საგარანტიო მომსახურებას სერვის ცენტრები ახორციელებენ, თქვენს სერვის ცენტრზე ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ საგარანტიო ფურცელზე (რომელიც პროდუქციას ახლავს თან). საგარანტიო მომსახურებაზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად მოგვმართეთ ონლაინ დახმარების მეშვეობით ან დაგვირეკეთ ნომერზე: 0322 00 08 08 (ჩვენი სამუშაო საათებია: 10:00-02:00)

 

შემიძლია პროდუქტის გადაცვლა ან უკან დაბრუნება?

კი შეგიძლიათ, პროდუქტის ყიდვიდან 5 დღის განმავლობაში. დეტალურად დაბრუნების ან გაცვლის შესახებ ინფორმაცია ნახეთ აქ.

 

როგორ გავაუქმო შეკვეთა?

შეკვეთის გასაუქმებლად მოგვწერეთ ონლაინ დახმარების მეშვეობით ან დაგვირეკეთ ნომერზე: 0322 00 08 08 (ჩვენი სამუშაო საათებია: 10:00-02:00)

 

საიტზე წერია, რომ პროდუქტი მარაგში არ არის, შემიძლია თუ არა მისი შეკვეთა?

დაამატეთ პროდუქტი სურვილების სიაში და სასურველი პროდუქტის მარაგში გაჩენისთანავე მოგივათ შეტყობინება.

 

შემიძლია თუ არა შეკვეთის გაფორმება სატელეფონო ზარით?

შეკვეთის გაფორმება შეგიძლიათ როგორც ონლაინ, სულ რაღაც 60 წამში, ასევე - სატელეფონო ზარით ნომერზე: 0322 00 08 08

 

Vendoo.ge-ზე პროდუქციის განთავსება მინდა და როგორ მოვიქცე?

თუ ხართ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი, შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია აქ და ჩვენ თავად დაგიკავშირდებით.

 

შპს უნდა ვიყო თუ ინდ. მეწარმე?

იმისთვის, რომ ვენდუზე პროდუქცია განათავსოთ, აუცილებელია იყოთ იურიდიული პირი, ფორმას მნიშვნელობა არ აქვს.


ბარათით გადახდებზე რაიმე შეზღუდვა ხომ არ გაქვთ?

ბარათით გადახდის შემთხვევაში ერთი უნიკალური ბარათით, 24 საათში შეგიძლიათ განახორციელოთ მაქსიმუმ 10 შეკვეთა. ხოლო ერთი თვის განმავლობაში მაქსიმუმ 50 შეკვეთა. 

აღნიშნული შეზღუდვა წარმოადგენს გადახდის არხის მიერ დაწესებულ შეზღუდვას და არა ვენდუს მიერ დაწესებულ შეზღუდვას. 

მიუხედავად ამისა თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ მეტი რაოდენობის შეკვეთები ერთი ან რამოდენიმე მომხმარებლით სხვადასხვა ბარათის გამოყენების შემთხვევაში.