Vendoo Logo
1
2
3
...
19
right arrow

 

დეტალები რომლებსაც არავინ აკვირდება მაცივრის არჩევისას

 

 

 

შესაძლოა დადგა დრო ახალი მაცივარი შეიძინოთ და ზუსტად არ იცით რა უნდა გაითვალისწინოთ ამ დროს. ამ სტატიაში ვეცდებით კომფორტისთვის მნიშნელოვანი დეტალები დაგანახოთ, რომლებზეც თავად არ დაფიქრდებოდით.

 

პირველ რიგში მაცივარი გვესაჭიროება საჭმლის შესანახად და მისი კომფორტულობა დამოკიდებულია ტევადობაზე, თუმცა საჭირო ტევადობის დასადგენად უნდა გაზომოთ ადგილი სადაც ფიქრობთ მაცივრის მოთავსებას. შემდეგ კი აირჩიოთ ისეთი დეტალები როგორიცაა საყინულის განლაგება და განყოფილებების მრავალფეროვნება. გაითვალისწინეთ: კარგია თუ მაცივარს ექნება No Freeze განყოფლება, სადაც შეძლებთ ბოსტნეულისა და ხილის გაუყინავად, დიდი ხნით შენახვას.

 

 

 

არის ისეთი ნიუანსები, რომელიც მაცივრის ყიდვისას არავის გაახსენდება, არადა არანაკლებ მნიშვნელოვანია:

 

 

 

კარის განლაგება - არის თუ არა კარის განლაგების შეცვლის შესაძლებლობა. ვინ იცის, იქნებ ახალ სახლში გადასვლისას ან რემონტის შემდეგ სხვა მხარეს დაგჭირდეთ კარის გაღება, ეს კი მაცივრის ფასის გათვალისწინებით დამაბნეველი ფაქტორი იქნება (ახალი მაცივრის შეძენა არც ისე კარგი ალტერნატივაა).

 

სახელური - შეხედეთ როგორი სახელურია კარზე და საერთოდ თუ არის. ამ სახელურს ალბათ ყველაზე ხშირად ვეხებით დღის განმავლობაში, ის მიმზიდველი, მარტივად გაწმენდადი და მოსახერხებელი უნდა იყოს, ხოლო თუ სახელური არ არის, გაითვალისწინეთ, რომ კარზე მუდმივად აღმოაჩენთ თითების ანაბეჭდებს.

 

განათება - დაათვალიერეთ განათება მაცივრის შიგნით. რამდენად კომფორტულია თვალისთვის, ან საკმარისია თუ არა. თეთრი განათებაა თუ მოყვითალო და ასე შემდეგ.  თუ ონლაინ გადაწყვიტეთ პროდუქტის შეძენა, სასურველი მოდელის მახასიათებლებს  და ვიდეო მასალას მარტივად იპოვით იუთუბზე და სხვა პლატფორმებზე.

 

ზედაპირი - შიდა კამერების ზედაპირის შესწავლა დაგეხმარებათ გაიგოთ რამდენად მარტივი გასაწმენდი იქნება საომავლოდ მაცივარი. გაითვალისწინეთ, რომ გლუვი ზედაპირები საქმეს გაგიმარტივებთ.

 

რეზინები - დაათვალიერეთ რეზინები კარებზე, რაც უფრო კარგი, რბილი მასალითაა დამზადებული, მით უფრო დიდხანს შეასრულებს თავის ფუნქციებს.

 

გორგოლაჭები - სასურველია მაცივარს ქონდეს გორგოლაჭები, თუნდაც უკანა მხარეს, ეს აუცილებლად გამოგადგებათ გადატანისას და შეამცირებს ტრანპოსრტირებისას დაზიანების რისკებს.