Vendoo Logo
1
2
3
...
13
right arrow

 

ვენდუზე, სარეცხი მანქანების დიდი არჩევანია, სანდო მომწოდებლისგან შეძლებთ მარტივად შეიძინოთ მომენტალურად ან შეიძინოთ სარეცხი მანქანები განვადებით და ისარგებლოთ უნიკალური საგარანტიო პირობებით. დაათვალიერეთ მოდელები და აირჩიეთ თქვენთვის სასურველი, შემდეგი ბრენდებიდან: Aeg, Beko, Bosch, Candy, Electrolux, Hotpoint Ariston, Indesit, Kuppersberg, LG, Midea, Samsung, Sharp, Toshiba. გაეცანით სტატიას და გაიგეთ რა უნდა იცოდეთ სარეცხი მანქანის არჩევისას, მისი ტექნიკური დეტალების შესახებ. 
 

 

სარეცხი მანქანების დაყოფა შეიძლება ორ ჯგუფად, ჩატვირთვის ტიპის მიხედვით - ვერტიკალური და ფრონტალური. ვერტიკალური შედარებით პატარა და კომპაქტურია მისი კარები განსხვავებულ ადგილას მდებარეობს, რაც სივრცის დაზოგვის საშუალებას იძლევა  და განსაკუთრებულად მოსახერხებელია პატარა ფართის შემთხვევაში. 

ფრონტალური დატვირთვის სარეცხი მანქანები მეტწილად უფრო გაბარიტულია, კარის მსგავსი განთავსება ტევადობის გაზრდის საშუალებას იძლევა და დიდი ოჯახებისთვის შესანიშნავი ვარიანტია. 

სარეცხი მანქანის არჩევისას, არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი ზომები, აქ იგულისხმება - სიმაღლე, სიგანე და სიღრმე. სრულყოფილი მოდელისთვის კარგად უნდა გაიზომოს სარეცხი მანქანისთვის განკუთვნილი სივრცე. არის მოდელები რომლებიც კომპაქტურობასთან ერთად ტევადიც არის, თუმცა სტანდარტული ზომებია: სიაღლე: 85x  სიგანე: 60  სიღრმე: 45-60.


 

სარეცხი მანქანით ეკონომიურად სარგებლობისთვის დააკვირდით ენერგოეფექტურობის მაჩვენებელს. ეს მაჩვენებელი განისაზღვრება ლათინური ასოებით და თითოეულ მათგანს კონკრეტული მნიშვნელობა აქვს. 


 

A და A+ მნიშვნელობაა -  „საუკეთესო”;


 

B - „ძალიან კარგი“;

C - „კარგი“

D - „ნორმალური“;

E - „დამაკმაყოფილებელი“

F - „ცუდი“

G - “ძალიან ცუდი“


 

ერთ სარეცხ მანქანას შესაძლოა გააჩნდეს რეცხვის ეფექტურობის, წურვისა და ენერგო მოხმარების სხვადასხვა კლასი, მაგალითად რეცხვის ეფექტურობის კლასი იყოს A+, ენერგო მოხმარების კლასი A ან B, ხოლო წურვის კლასი C.

სარეცხი მანქანის მართვის ორნაირი  ტიპი არსებობს - მექანიკური და ავტომატური.

ბრუნვათა რიცხვი სარეცხი მანქანის უმნიშვნელოვანესი პარამეტრია.  ბრუნვათა რიცხვი არის სიდიდე, რომელიც აღნიშნავს, თუ რამდენ ბრუნს აკეთებს  მანქანა წუთში სარეცხის გაწურვისას: ამას შეგვიძლია ვუწოდოთ გაწურვის სიჩქარე. სარეცხ მანქანებს აქვთ რეგულატორი და შესაძლება ბრუნვების სასურველი რაოდენობის არჩევა გასარეცხი ქსოვილის და რეცხვის რეჟიმის მიხედვით. ბრუნვების მინიმალური რაოდენობა არის 400 ბრ/წუთში, ხოლო მაქსიმალური 2000 ბრ/წუთში.


 

არსებობს სარეცხი მანქანების კომბინირებული მოდელები, რომლებიც მოიცავს შრობის რეჟიმსაც. ამ შემთხვევაში თბილი ჰაერის ნაკადი ბრუნავს და აშრობს გარეცხილ ტანსაცმელს. 

გაითვალისწინეთ: შრობისას შედარებით ნაკლები წონის ჩატვირთვაა შესაძლებელი,  მაგალითად მანქანა, რომელშიც მაქსიმუმ 5 კგ სარეცხის ჩატვირთვაა შესაძლებელი, ვერ გააშრობს  2,5 კგ -ზე მეტ სარეცხს.

სარეცხი მანქანის ხმაურის დონე და ვიბრაცია დამოკიდებულია ძრავის ტიპზე. თანამედროვე ძრავები მუშაობს უქამრო ძრავზე, რომელიც მინიმალურ ხმაურის დონეს და ვიბრაციას გამოყოფს ქამრიანი ძველი მოდელის ძრავები კი შედარებით ხმაურიანი და მაღალი ვიბრაციის მქონეა. ხმაურის დონე იზომება დეციბალებში და სასურველია იყოს 50-დან, 75- 80 დეციბალამდე.

ახლა, როდესაც გაგიზიარეთ სარეცხი მანქანების შესახებ პროფესიონალური ცოდნა, მარტივად შეძლებთ აარჩიოთ სასურველი მოდელი და ისიამოვნოთ ახალი საყოფაცხოვრებო ტექნიკით.